ახალციხეში, 52 ლიტრიან ავზში ერთჯერადად 82 ლიტრი საწვავი ჩაასხეს
რას წერს “აუდიტი” ახალციხეზე და რას პასუხობს “აუდიტს” ახალციხის მერი
გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან
ასე გვპასუხობს ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ჩვენს კითხვას იმის შესახებ, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილის 52 ლიტრიან ავზში ერთჯერადად 82 ლიტრი საწვავი ჩაასხეს.
აუდიტის მიხედვით, ავზზე მეტი მოცულობის საწვავი ავტომობილებში 40-ჯერ, ჯამში 2 619 ლიტრის ოდენობის, ჩაასხეს საიდანაც 559 ლიტრი ავზების მოცულობას აღემატება.
ახალციხის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაცის მიხედვით, მუნიციპალური ორგანო ირწმუნება, რომ ავტომობილებში ავზზე მეტი მოცულობის საწვავი არ ჩაუსხამთ.
ასევე, აუდიტი ამბობს, რომ 2021-22 წლებში, 4 ავტომანქანაში, რვაჯერ, ავზის ტევადობაზე მეტი საწვავი დროის მცირე მონაკვეთში ჩაასხეს.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს და შიდა აუდიტს უნდობლობას უცხადებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი საკრებულოში, ნატო დარბაიძე. მისი თქმით, საინტერესოა რატომ ვერ ხვდება შიდა აუდიტი იმ ხარვეზებს, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფიქსირებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიში რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტების ანგარიშებთან ერთად პროკურატურაში გადაგზავნეს. დაიწყო თუ არა გამოძიება და რომელი მუხლით? – პროკურატურაში ამ ინფორმაციის მიღებას 8 თებერვლის შემდეგ ველოდებით, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების საქმიანობის ანგარიში 2 თებერვალს გამოაქვეყნა.