საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ხვალ შემოვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საუბრობს. თამარ გაბუნიას თქმით, “ფაიზერით” ვაქცინაცია საქართველოს 37 კლინიკაში იქნება შესაძლებელი, მათ შორის ახალციხეშიც. ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება.
ახალციხის კლინიკები, იმედი და ევექსი ის დაწესებულებებია, სადაც “ფაიზერით” ვაქცინაციაა შესაძლებელი. ასევე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შესაძლებელია “ასტრაზენეკას”, “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინის მიღება.
ოფიციალური მონაცემებით დღეს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 2 460 შემთხვევიდან, 25 — სამცხე-ჯავახეთშია.
აღნიშნულის პარალელურად რეგიონში ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 18 ივლისის მონაცემებით ამ დროისთვის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჯამურად სრულად აცრილი 998 პირია, ერთი დოზით აცრილი 4 000-მდე ადამიანი.