ახალციხის ახალი ა(ა)იპის ხელმძღვანელად, დანიშნეს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული, ნიკოლოზ გეწაძე

February 6, 2025

ახალციხის ახალი ა(ა)იპის ხელმძღვანელად, დანიშნეს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული და მღვდელმსახურება შეჩერებული, არქიმანდრიტი, ნიკოლოზ (ვლადიმერ) გეწაძე, – ამის შესახებ განკარგულება “საჯარო რეესტრის” გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ახალციხის ა(ა)იპ “სკოლისგარეშე სახელოვნებო – საგანმანათლებლო დაწესებულება – წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის აკადემია – ზარზმა” საჯარო რეესტრში, 2024 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა

რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული პირი მერიის აიპის ხელმძღვანელად?
რამდენი ლარით დაფინანსდება ა(ა)იპი?
– მერიას ამ კითხვებით მივმართეთ. ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ მოიკითხავენ. აქ მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ააიპი ჯერ არ ფუნქციონირებს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აიპისთვის თანხა 2025 წლის ბიუჯეტში მითითებული არ არის. 

ჩვენ ნიკოლოზ გეწაძესთან და საპატრიარქოში დაკავშირებას ვცდილობთ, – მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

აქვე გეტყვით, რომ 3 იანვარს, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზარზმის წინამძღვარს ნიკოლოზ გეწაძეს რამდენიმე პირი სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს, რის გამოც მას დროებით მღვდელმსახურება შეუჩერდა. ინფორმაცია  “სამხრეთის კარიბჭესთან” დაადასტურა საპატრიარქომაც.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული წინამძღვრის საქმე – რეაგირებების ძიებაში

დაიწყო თუ არა მოკვლევა შსს-მ? – უწყებიდან ამ ინფორმაციის მღებას 23 იანვრის შემდეგ ველოდებით.