ახალციხის კლინიკა “იმედში” კორონავირუსის დიაგნოზით 60 პაციენტი წევს, ამათგან 2 არასრულწლოვანია. საწოლების რაოდენობაც 60-ია, შესაბამისად კლინიკა შევსებულია. ამათგან 8 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის მენეჯერი, მზია კაკოშვილი გვიდასტურებს.
“60 ადგილია კლინიკაში და ყველა შევსებულია, გვყავს როგორც მძიმე ისე საშუალო სიმძიმის პაციენტები.”
შეგახსენებთ, რომ დღეს NCDC-ის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 102 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, რეგიონში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. 8 აგვისტოს მონაცემებით, რეგიონში სრული დოზით აცრილია 5 309 პირი, ხოლო ერთი დოზით – 14 965.