ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ გარე განათების აქსესუარების შესაძენად 19 130 ლარის გამოყოფას გეგმავს. სატენდერო პროექტების მიღება 24-დან 26 ნოემბრამდეა შესაძლებელი.
გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტისთვის უნდა შეიძინოს: სტრინგი, მანათობელი ლოლო, გარე გამოყენების მანათობელი ლედ დეკორაცია, ანგელოზი, ანგელოზი გულით (ბოძზე დასამაგრებელი), ზარი (ბოძზე დასამაგრებელი), ნეონის ნაძვი ვარსკვლავებით (ბოძზე დასამაგრებელი), სანტა საჩუქრით (ბოძზე დასამაგრებელი) და ვარსკვლავები (ბოძზე დასამაგრებელი).
რაც შეეხება ნაძვის ხეს მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ გასული წლის ნაძვის ხეს დაამონტაჟებენ. ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში საახალწლო ტენდერები არ გამოცხადებულა.