ახალციხის მერიამ „ჭოხოების“ ჩამოყვანის შესყიდვაზე ნებართვის მოთხოვნა უკან გაითხოვა

December 8, 2025

ახალციხის მერიამ, წინასაახალწლოდ “ჭოხოების” ჩამოყვანის შესახებ, ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში შესყიდვის დასადასტურებლად გაგზავნილი მიმართვა უკან გამოიხმო.

აღნიშნულს წინ უძღვოდა ჩვენს მეირ გამოქვეყნებული მასალა, “ჭოხოების” საახალწლოდ შესაძლო ჩამოყვანის შესახებ, რომელიც “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ვებ გვერდზე იყო გამოქვეყნებული.

ახალციხის მერიაში მიზეზად ასახელებენ, რომ ჯერ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ხოლო კითხვაზე, მოლაპარაკებების გარეშე რატომ ჰქონდათ მიმართული სააგენტოსთვის არ გვპასუხობენ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გევრდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, წინასაახალწლოდ “ჭოხოებს” (ნატო გელაშვილი, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები) ახალციხეში, 35 400 ლარად უნდა ემღერათ.