ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო მესამე პირმა, ალექსანდრე ლომსაძემ დატოვა, – ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც მრჩეველთა საბჭოს აწ უკვე ყოფილი წევრი, გვეუბნება მიმდინარე მოვლენების ფონზე საბჭოში დარჩენის აზრს ვერ ხედავდა.
ეს უკვე მესამე პირია, რომელმაც “რუსული კანონის” ინიცირების შემდეგ მრჩეველთა საბჭო დატოვა.
საბჭო დატოვა მესხეთის თეატრის მსახიობმა, მანუჩარ გოგოლაურმა და “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელმა, ჯაბა ნათენაძემ.