ახალციხის მუნიციპალიტეტი 45 სოფელს აერთიანებს, თუმცა მათგან ნახევარსაც არ აქვს საკუთარი ამბულატორია და მხოლოდ 20 სოფლის მოსახლეობას შეუძლია, საკუთარ სოფელში მიიღონ სამედიცინო მომსახურება.
20-დან ერთ სოფელში, – სხვილისში აჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Tok TV-ს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები მიმდინარე წლის 5 დეკემბერს დასრულდება.
ამავე დროსაა დაგეგმილი კიდევ 7 სოფელში; აგარაში, ღრელში, კლდეში, საძელში, ურაველში, ხეოთსა და თისელში ამბულატორიების მშენებლობის დასრულებაც.
მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელს, პატარა პამაჯს ამბულატორია ამ დრომდე არ აქვს. მერიაში განმარტავენ, რომ მშენებლობისთვის 18 542 ლარის გამოყოფას გეგმავენ, თუმცა ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.