ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებების სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებული ტენდერის მიხედვით 11, 249 ლარის გამოყოფას გეგმავს.
განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 9 იანვარს დაიწყო და მიღების ბოლო ვადა 5 თებერვალია. მონაწილეობის მსურველ პირს 2015 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა ქონდეს ანალოგიური მომსახურების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 1 000 000 ლარის ოდენობისა.
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულების და ამ მომსახურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში). ტენდერში გამარჯვებულმა აღნიშნული სამუშაოები უნდა შეასრულოს 2020 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.