ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ავტოპარკის განახლებას 2022 წელს გამოშვებული ავტომანქანებით გეგმავს. მერია დასუფთავების მანქანის (სვიპერის) შესაძენად ტენდერს 330 ლარამდე თანხაზე აცხადებს.
ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენისთვის 230 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, ხოლო ქუჩის მომრწყავ-მომრეცხისთვის 225 ათასამდე ლარის, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ავტომანქანები უნდა იყოს ახალი, 2022 წელს გამოშვებული და ექსპლოატაციაში არ მყოფი.
რატომ გახდა ავტოპარკის განახლება საჭირო, ჰყავდათ თუ არა აქამდე მსგავსი დანიშნულების ტრანსპორტი და საიდან გამოიყოფა თანხა თითოეული მათგანისთვის? – ახალციხის მერიიდან ინფორმაციის მიღებას დაგვპირდნენ.
ტენდერი სამ ეტაპად არის გამოცხადებული და თითოეულში წინადადებების მიღება 31 მარტიდან 3 აპრილამდე იწარმოებს.