შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რაიონული სამმართველოს უფროსად ირაკლი ქირია დაინიშნა. იგი აქამდე თბილისის პოლიციის ისანი–სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის IX სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
ქირია სხვადასხვა წლებში ბორჯომის და ადიგენის რაიონულ სამმართველოში იკავებდა თანამდებობებს. 2014 წელს იყო ბორჯომში სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2015 წელს კი ადიგენში – სამმართველოს უფროსი.
დეკლარაციის მიხედვით ახლად დანიშნულ სამმართველოს უფროსის ოჯახის წევრებზე ფიქსირდება სამი უძრავი ქონება, ზუგდიდსა და თბილისში. თბილისში ბინა მან სამსახურისგან უსასყიდლოდ მიიღო.
ქირიამდე სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას შალვა აღნიაშვილი იკავებდა. რა მიზეზით მოხდა ჩანაცვლება? შსს-დან კითხვაზე პასუხს ამ დრომდე ველოდებით.
ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889