ახალციხის რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც მხარეები მედიაციის საშუალებით შეძლებენ სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მედიაციის ცენტრების გახსნა, ასევე იგეგმება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ მედიატორთა ასოციაციასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.