ირანელი მამაკაცს, რომელიც გუშინ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს დღეს გაწერენ. ის გუშინ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, თვითონვე მივიდა. მამაკაცს 37.5 გრადუსი სიცხე და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა.
ანალიზები კლინიკამ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. მამაკაცს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა.
ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფატი ხაბულიანი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დღეს, 06 მარტს საავადმყოფოდან გაწერენ.
ასევე, ახალციხეში 11 ადამიანი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა
„თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არცერთს არ აღენიშნება სიცხე და სხვა სიმპტომი, 2-3 დღეში ვირუსის საინკუბაციო პერიოდიც გადის,“ – აღნიშნა ხაბულიანმა.