ახალციხის საკრებულოს დეპუტატებს, დღეს 12 საკითხის განხილვისთვის და ერთხმად მხარდაჭერისთვის, 21 წუთი დასჭირდათ, – საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართა, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია “ახლის” წევრი, დავით ახალკაციც ესწრებოდა.
დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის 2025 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულება შეაფასეს, მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში ცვლილებებს, მხარი დაუჭირეს საკრებულოსა და მერიის საშტატო ნუსხისა და ანაზღაურებების ცვლილებებს.
გარდა ამისა, მხარი დაუჭირეს, ვალეში, წირაში და ახალციხეში ქუჩების დამისამართებას და მუნიციპალური სატრანსპორტო ა(ა)იპისთვის სამი ახალი მიკროავტობუსის გადაცემას.