ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ დაგვიდასტურა. მისივე თქმით, პირი უკვე “გამოჯანმრთელების გზაზეა”.
“კონტაქტები არ ჰქონია, გამოჯანმრთელების გზაზეა უკვე და მალე გამოჯანმრთელდება. ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას,” – გვითხრა ნოზაძემ.
კორონავირუსით ინფიცირებულია სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძეც. იგი ბინაზე მკურნალობს.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეს რეგიონში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულების რიცხვი 625-ს შეადგენს.