ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანაში მე-2 ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 210 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღიო ( შპს კომპანია ელ ეს ჯორჯიამ,შპს მშენსერვისმა და შპს კავკასიამ) თუმცა სამიდან 2 კომპანიას შპს მშენსერვისს და შპს კავკასს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტენდერი 210 000 ლარად შპს “კომპანია ელ ეს ჯორჯიამ” მიიღო.
ეს ის კომპანიაა, რომელიც დაკავშირებულია “ქართული ოცნების” შემწირველ კომპანია შპს ” არალთან” და რომლის მფლობელის მამაც ახალციხის საკრებულოს დეპუტატია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაახლოებით ოთხ თვეში უნდა შეასრულოს.