ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ხაშურის საავადმყოფოში გადის მკურნალობას. ინფორმაცია თავად ნოზაძემ დაგვიდასტურა.
“კვირას დამიდასტურდა ვირუსი. კონტაქტები საკრებულოში არ მქონია, რადგან არ დავდიოდი,” – გვითხრა ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო საკრებულოს სხდომა, 12 ნოემბერს გაიმართა, სადაც გელა ნოზაძეც ესწრებოდა.