ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
ახალციხეში საავადმყოფოები კოვიდ პაციენტებით გადატვირთულია. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში თავისუფალი ადგილები მხოლოდ კოვიდ სასტუმრეოებშია. ოფიციალური ინფორმაციით, ორ სასტუმროში 77 პირია მოთავსებული და დაახლოებით 30-მდე პაციენტის მიღებაა შესაძლებელი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.
ახალციხის კლინიკა იმედი, რომელიც კოვიდ კლინიკად გადაკეთდა გადატვირთულია. კლინიკური მენეჯერი, მზია კაკოშვილი გვეუბნება, რომ ამ დროისთვის დაწესებულებაში 48 კოვიდინფიცირებულია და თავისუფალი ადგილები აღარ აქვთ. ინფიცირებულთაგან 8 რეანიმაციული განყოფილებაშია მოთავსებული. კაკოშვილი გვეუბნება, რომ კვირის ბოლო თერაპიულ განყოფილებაში 10-12 საწოლის დამატებას აპირებენ.
რაც შეეხება კლინიკა ევექსს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვწერენ, რომ ჰოსპიტალი კოვიდ პაციენტების მართვაში 17 საწოლით ჩაერთო და ემსახურება საშუალო სიმძიმის კოვიდ ინფიცირებულებს. საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებებიც ჩატარდება. ამ დროისთვის კლინიკაში საწოლები უკვე შევსებულია.
რაც შეეხება სასწრაფო- სამედიცინო სამსახურს, პრესცენტრში გვეუბნებიან, რომ ამ დროისთვის ახალციხეში 3 სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობს და მომიჯნავე მუნიციპალიტეტებიდან დამატების საჭიროება არ არის. ინფორმაციას იმის შესახებ არის თუ არა ინფიცირიების შემთხვევები მედ პერსონალში უწყებიდან ამ დრომდე ველოდებით.შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დღეს ახალციხის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსი, გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში სულ 106 პირი დაინფიცირდა, 2 გარდაიცვალა და 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა.