ახალციხის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის მოწყობა იგეგმება

December 15, 2025

ახალციხის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის დამონტაჟება იგეგმება, რომლისთვისაც მერია  75 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შენობაში გათბობის დამონტაჟება და საქვაბის მოწყობა. 

წინადადებების მიღება დაწყებულია.

ახალციხის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტში 39 საჯარო სკოლაა, რომელთაგან შეშის ღუმლით 18 სკოლის მოსწავლეები თბებიან. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.