“ახლა მე შეგეცვლები და შენ გადიო… უარი უთქვამს” – ასპინძელი ტარიელ ქამაშიძე 9 აგვისტოს დაიღუპა

August 8, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“როგორც სუფრაზე მჯდომს უთქვამს, ტარიელს სნაიპერმა ესროლა”​ – 20 წლის ტარიელ ქამაშიძის ისტორიას ჩვენ რედაქციას მისი ძმა უყვება. 

​ტარიელ ქამაშაძე ასპინძის სოფელ მირაშხანში ცხოვრობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამხედრო სამსახურის 2 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. 

ძმა, უჩა ქამაშაძე იხსენებს: “ერთ-ერთ სუფრაზე აგვისტოს ომის გმირების სადღეგრძელო დალიეს. შემდეგ იკითხეს თუ იცნობდნენ ტარიელს და უთქვამთ ვიცნობდით, ჩვენი თანამებრძოლი იყოო…”

უჩა ქამაშაძეს გვიყვება, რომ 20 წლის ჯარისკაცი მეტყვიამფრქვევე იყო. ოფიციალური ცნობით, ცხინვალში, ე.წ. სამთავრობო შენობასთან იბრძოდა. თანამებრძოლს უთქვამს: “ახლა მე შეგეცვლები და შენ გადიო, თუმცა ამაზე უარი უთქვამს. მაშინ, როდესაც სიტუაცია დამძიმდა მათ დასახმარებლად მისულან, რამდენიმე ჯარისკაცი გამოუყვანიათ… როგორც სუფრაზე მჯდომს უთქვამს, ტარიელს სნაიპერმა ესროლა.”

ტარიელ ქამაშაძე ოფიციალური ცნობით, 9 აგვისტოს, ცხინვალის ე.წ. სამთავრებო შენობასთან დაიღუპა. მისი ძმა ამბობს, რომ იგი სხვა ჯარისკაცების მსგავსად გმირია. მათ სამშობლოს შესწირეს თავი, თუმცა “ოჯახის წევრის დაკარგვა ძალზედ რთულია.”

“რთულია რომ დაკარგავ ოჯახის წევრს… ძალიან სწრაფად მოხდა, თითქოს ამ 20-მა წელმა წამებში ჩაიარა… ოდესმე ხომ უდნა მორჩეს ოკუპაცია და გათავისუფლდეს საქართველო? ტერიტორიები დავკარგეთ, ლტოლვილები გვყავს.”  

აგვისტოს ომის გმირის ძმა საზოგადოების შეხედულებებზეც გვესაუბრება. მისი თქმით, გულსატკენია, როცა რაიმე სახის დახმარებას ითხოვენ და საზოგადოებისგან მოდის შეფასებები, თითქოს გმირი შვილის და ძმის სანაცვლოდ რაიმეს ითხოვენ.  

“ხომ შეიძლება ადამიანური გრძნობები გაგაჩნდეს, ეს დამოკიდებულება მტკენს გულს, ის გმირი იყო, ვამაყობთ მისით.”

დამშვიდობებისას უჩა გვეუბნება, რომ საჭიროა მისი მის და სხვა გმირების შესახებ საზოგადოებამ ბევრი იცოდეს.

დღეს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. ოფიციალური ცნობებით, სამცხე-ჯავახეთიდან ბრძოლის ველზე 7 ადამიანი დაიღუპა.   

  • დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე,
  • 14 პოლიციელი, 1 747 კი, მძიმედ დაიჭრა.
  • სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე მოსახლე.

რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა.

რუსეთი ოკუპაციას დღემდე განაგრძობს.