ბათუმში, მაღალსართულიან კორპუსის “ვოქსის” ბოლო სართულზე, ერთ-ერთ რესტორანში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის II ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით მოპყრობის გამო ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამ დრომდე უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, ხანძარი გუშინვე ჩააქვრეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველებმა ათამდე მანქანა და სახანძრო კიბე გამოიყენეს. ამავე წყაროს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი 18 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა შენობის ბოლო სართულზე, სადაც რესტორანი მდებარეობს.
ფოტო: ბათუმელები