ბალდის კანიონის მცველი და აქტივისტი ინდიკო ბჟალავა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დარეჯან კვარაცხელიამ მიიღო.
დაცვის მხარე მის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
მარტვილის პოლიციამ ის 12 ივნისს სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა. მის წინააღმდეგ პოლიციას საჩივრით სოფიო შაყულაშვილმა მიმართა. რომელიც თავის მხრივ არის იმ პირების ოჯახის წევრი, რომლებიც ემუქრებოდნენ და თავს ესხმოდნენ პროტესტში მონაწილეებს.
ადვოკატის თქმით, მომდევნო სასამართლო სხდომა (არსებითი განხილვა) 31 ივლისიდან დაიწყება. ინდიკო ბჟალავას ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი გვიყვება დღევანდელი სხდომის დეტალებს.
ადვოკატს ვკითხეთ თუ რაზე მეტყველებს სახელმწიფოს მიდგომა აქციებზე დაკავებულებისა თუ პროტესტის გამომხატველი პირების პატიმრობაში დატოვების შესახებ და აისახება თუ არა ეს პროტესტის მუხტზე?
აპირებთ თუ არა ბალდის კანიონთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე პროექტის გადახედვას- ამ კითხვაზე ბალდის კანიონის წარმომადგენელი გოგა მერკვილაძე გვეუბნება, რომ მან აუქციონი მოიგო, მშენებლობის ნებართვა მიიღო და მუშაობაც პროექტის მიხედვით დაიწყო.
“შევწყვიტოთ კი არა, მე მანდ მიწა ვიყიდე კიდევ დამატებით კანიონის მიმდებარედ ნახევარი ჰექტარი უკვე ჩემს საკუთრებაში არის , რა შეწყვეტას ვაპირებთ 2 მილიონზე მეტი გვაქვს დახარჯული, რა უნდა შევწყვიტოთ” .
მისივე მტკიცებით “მშენებლობას, მოსახლეობის უმრავლესობა არ ეწინააღმდეგება. ” მოსახლეობა არა რამდენიმე ოჯახი ეწინააღმდეგება” – ამბობს ის.
კითხვაზე, თუნდაც ერთი ოჯახის პროტესტისა და პოზიციისა, რომ მათთან განხილულის გარეშე დაიწყო პროექტის მშენებლობა -საპასუხოდ გოგა მერკვილაძე გვეუბნება, რომ კითხვის ადრესატი ის არ არის.