პროსახელისუფლებო და სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტულ ტელეკომპანია “იმედს” წლების განმავლობაში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევას, საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით აქვეყნებს.
- კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი „იმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს;
- 2022 წლის ბოლოს „იმედს“ ივანიშვილის კომპანიებთან 61 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება ჰქონდა;
- ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების დავალიანების მოცულობა 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის ნახევარია;
- „იმედის“ დაფინანსების გზაა „შეღავათიანი სესხის“ მიცემა, „2023 წელს ტელეკომპანიას 331 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის 2 მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე არიან (დაკავშირებული კომპანიების საშუალებით)“;
- „იმედი“ ზარალზე მომუშავე კომპანიაა – „2023 წლის ბოლოს, მას 388 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა დაგროვილი“.
“იმედის” ერთ-ერთი მფლობელი, ირაკლი რუხაძეა, რომელიც არ მალავს თავის დამოკიდებულებას “ქართული ოცნებისადმი”. ჩვენ ტელეკომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებას ვცდილობთ, მასალაც შესაბამისად განახლდება.
საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს სრული კვლევა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე ( ტელეკომპანია „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს )