ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია “ახლის” წევრი და ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, დავით ახალკაცი, დღეს სხდომას დაესწრო, – თავდაპირველად ახალკაცმა ჩვენს კითხვას, თუ რატომ ესწრებოდა სხდომას არ უპასუხა და გვითხრა, რომ საღამოს გააკეთებდა კომენტარს, თუმცა მალევე განაცხადა, რომ “სხდომიდან გამომდინარე რაღაც აინტერესებდა, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში რჩება.”
ახალციხის საკრებულოს დებულების მიხედვით, დეპუტატი თუ სხდომას 6 თვის განმავლობაში არ დაესწრება მას უფლებამოსილება უწყდება, – იყო თუ არა ახალკაცის სხდომაზე მისვლის მიზეზი ზემოხსენებული? – დეპუტატი ამას ჩვენთან საუბარში უარყოფს.
აქვე გეტყვით, რომ პარტია “ახალი” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბოიკოტის რეჟიმში არიან. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ხოლო, მათივე განცხადებით, პარტიის წევრები, საქართველოს მასშტაბით არც საკრებულოს სხდომებს უნდა დასწრებოდნენ.
გარდა ახალკაცისა, საკრებულოს სხდომებს ესწრება (თუმცა არა დღევანდელს) “გახარია საქართველოსთვის” წევრი, მარინა აბულაძე. მან ჩვენს რედაქციასთან განაცხადა, რომ ბოიკოტის რეჟიმში აღარ არიან.
დავით ახალკაცი ახალციხის საკრებულოს დეპუტატი 2021 წელს, “ენმ”-დან გახდა, თუმცა გასულ წელს, დეპუტატმა პარტია დატოვა და “ახალს” შეუერთდა.