ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან, კორონა ვირუსზე ანალიზი 12 ადამიანს აუღეს. ისინი ინფიცირებულის ოჯახის წევრები და კონტაქტები იყვნენ. არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდათ.
მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ მოქალაქეებს მაინც მოუწევთ დარჩნენ საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში.
“ახლახანს მოვიდა პასუხები, არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა ყველა რჩება საკარანტინო სივრცეში,” – ამბობენ უწყებაში.
კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში გუშინ, 16 აპრილს დადასტურდა. ინფიცირებული 30 წლამდე მამაკაცია. იგი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში. ხოლო მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში და კონტაქტები საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული.
ავტორი: მიშო დარბაიძე