ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

November 20, 2020

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი​ კორონავირუსით 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ეპარქიაში გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

“რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, თანხმლები დაავადებები ჰქონდა მკურნალობდა, გერმანიაშიც იყო და წესით ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაუძლო მისმა ორგანიზმმა“, – გვითხრა ბორჯომის წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა, იოანე ხეცურიანმა.

ეპისკოპოსი ლაზარე მკურნალობას თბილისის საავადმყოფოში გადიოდა. ის დღეს 20 ნოემბერს გარდაიცვალა.

Toktv.ge