სასამართლო პროცესი ბორჯომის კლინიკა ჯეო ჰოსპიტალსსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის

July 13, 2022

კლინიკა ჯეო ჰოსპიტალსის დირექტორის, ირაკლი დიასამიძეს თქმით, კლინიკა გეგმიური კომისიის ფარგლებში, მოზოკომიურ ინფექციაზე შეამოწმეს, რის შემდეგაც მათ ჯანდაცვის სამინისტრომ ჯარიმის სახით, 10 ათასი ლარი დააკისრა. დაისამიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი და კლინიკა გაამართლეს, შესაბამისად თანხის გადახდა არ უწევთ.

დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოგვეთხოვა.

განახლება:

მას შემდეგ რაც სტატია გამოქვეყნდა ჩვენ დაგვიკავშირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერი და გვითხრა რომ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ირაკლი დიასამიძეს ჯარიმის ნაცვლად შენიშვნა დაეკისრა.

განმეორებითი ზარის შემდეგ იგივეს გვიდასტურებს ირაკლი დიასამიძეც.