ბორჯომის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე დღეს აღმოჩენილი უხამსი წარწერის გამო ბორჯომის მერიამ პოლიციას მიმართა. აღნიშნულს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გვიდასტურებს.
შემთხვევისას, რომელიც მერიის წარმომადგენლებმა კიბერთავდასხმად შეაფასეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე, საკრებულოს თავმჯდომარეს კატეგორიაში, სახელის და გვარის ნაცვლად შეურაცხმყოფელი ტექსტი ეწერა.
როგორც ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი გვეუბნება, უცნობია ვისი მისამართითაა წარწერა და ამას გამოძიება დაადგენს.
ასევე აღნიშნავს, რომ მუხაძე – ასეთი გვარით საკრებულოში და მერიაში დასაქმებული არავინაა. უხამს ტექსტში სწორედ ეს გვარია მოყვანილი.