ბორჯომის მერიამ 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ახალი კონტეინერებით ბორჯომში, მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებსა და ბაკურიანში დაზიანებულ ურნებს ჩაანაცვლებენ. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
რა თანხა დაიხარჯა ნაგავშემეკრები კონტეინერებისთვის ? ამ კითხვით ვცდილობდით მერიას დავკავშირებოდით, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.