ადიგენის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში 12 საბავშვო ბაღი დაიკეტა, მიზეზი კორონავირუსია. ბაღების გაერთიანების დირექტორების თქმით, ბაღების უმეტეს ნაწილში კორონავირუსი აღმზრდელებს დაუდასტურდათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში გვეუბნებიან, რომ 7 სააღმზრდელო დაწესებულების ნაწილი ორშაბათს, ხოლო ნაწილი ოთხშაბათს განაახლებს მუშაობას.
ადიგენში 5 საბავშვო ბაღში სწავლება 14 თებერვალს განახლდება.
აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი ორი კვირით დაიკეტა.