ბორჯომში​ ანტანას ვილკუტაიტისი ბიუსტი დაიდგმება

April 13, 2021

ქალაქ ბორჯომში ანტანას ვილკუტაიტისის ბიუსტის დასადგამი პლატფორმისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტიდან 10 000 ლარამდე თანხის გამოყოფა იგეგმება. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული პირის ბიუსტის პლატფორმისთვის 30 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

1.გრუნტის დამუშავება, მოჭრა-გადაადგილება ტერიტორიის მოსწორების მიზნით
2.ღორღის ფენილის მოწყობა პლატფორმის მოსაწყობად
3.საკაბელო თხრილის მოწყობა
4.ფიბრობეტონის კვარცხლბეკის ცილინდრის და საინფორმაციო დაფის მონტაჟი
5.განათების მონტაჟი

მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ბიუსტს ლიეტუას საელჩო დაამონტაჟებს.

  • რაც შეეხება პირს, რომლის ბიუსტსაც ბორჯომში დადგამენ, იგი ლიეტუვილი ინჟინერი, დრამატურგი, პროზაიკოსი და პუბლიცისტია. (1864-1903 წლებში მოღვაწეობდა.) იგი ბორჯომში რკინიგზის მშენებლობას ზედამხედველობდა.

ინფორმაციას გვაწვდიან ლიეტვუას საელჩოში.