ბორჯომში, 23 წლის პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვეს.
სხდომა, სადაც პირის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს, დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, სადაც მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, არ დააკმაყოფილა და პირი პატიმრობაში დატოვა.
შემთხვევა 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარედ მოხდა. შსს-ს ცნობით, ორ ახალგაზრდას შორის სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და არასრულწლოვანმა გარდაცვლილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
იგი ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს.