ბორჯომში კოვიდვაქცინით 6 პირი აიცრა

March 19, 2021

ბორჯომში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ოქსფორდ ასტრაზენეკათი 6 პირი პერსონალი აიცრა. როგორც კლინიკის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე ამბობს, აცრას გართულებები არ მოყოლია.

მისივე თქმით, კლინიკაში ყველა საჭირო ინვენტარი და მედიკამენტი აქვთ, რათა თავიდან აიცილონ და მართონ ნებისმიერი გართულებები.

“აიცრა 6 პირი. გუშინ ახალციხეში მომხდარი ინციდენტი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა. ჩვენ ყველანაირი რესურსი და საჭირო აღჭურვილობა გვაქვს მზად, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ,” – გვეუბნება დიასამიძე.

დიასამიძეს თქმით, ამ დროისთვის სხვა მედ პერსონალი დარეგისტრირებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ კოვიდვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 15 მარტს შემოვიდა.

toktv.ge