ბორჯომში, ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმო რეგისტრაციისა და საჭირო ნებართვების გარეშე ფუნქციონირებდა.
უწყების ინფორმაციით, “შპს ხარაზ”- ში სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები, ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი.
ამავე წყაროს ცნობით, მეწარმე დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეაჩერეს.
ჩვენ კომპანიის დირექტორს, დავით ხარაზიშვილს დავუკავშირდით, მან ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა.
“მე ტელევიზიასთან საქმე არ მაქვს,” – გვითხრა ხარაზიშვილმა და ტელეფონი გათიშა.