ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, სახანძრო მანქანები გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას, “დაცული ტერიტორიების სააგენტო” ავრცელებს.
“ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და ერთ-ერთ ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში,” – ნათქვამია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანქანები დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გადაეცათ.