საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილებისთვის გადაადგილების გრაფიკი დაწესდა. კერძოდ კოდა, ფარცხისი, მანგლისი, წალკა, ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ქარბუქის საშიშროების გამო, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მათივე ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.