გაერო-ში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე, გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლმა განაცხადა, რომ კრიზისის დასრულების ერთადერთი გზა ძალადობის შეჩერება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფაა.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები სრულად ინდა შეწყვიტოს.
მთიან ყარაბაღში შეტევის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი ოფიციალურად შეწყდა, ადგილობრივების თქმით, სროლების ხმა ჯერ კიდევ ისმის.
ოფიციალურმა ერევანმა განაცხადა, რომ ის არ არის ცეცხლის შეწყვეტის ან მოლაპარაკების მხარე. სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს, პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი დამოუკიდებლობისთვის „კონფლიქტისგან თავისუფალი“ უნდა იყოს. თუმცა კონკრეტულად მთიანი ყარაბაღი მას არ უხსენებია.
ყარაბაღში, დაპირისპირება 20 სექტემბერს განახლდა, სომხეთის მხარე მომხდარს, “აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიად” აფასებს, აზერბაიჯანის მხარე კი – “ანტიტერორისტული ოპერაციად”. ყარაბაღის სახალხო დამცველის ცნობით, რეგიონში დაპირისპირებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 400-ზე მეტი დაშავდა.