ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
12 მილიონ ლარზე მეტით გაზრდილი სახელფასო ფონდი ახალციხის, რუსთავის და ფოთის ა(ა)იპებისთვის; 34, 24 და 6 დასაქმებული პირი ნინოწმინდის, ახალციხის და ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში – მონაცემები IDFI-მ 29 მუნიციპლიტეტის ა(ა)იპების შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 24 თანამშრომლის თვიური ხელფასი საშუალოდ 574 ლარს შეადგენს. ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის 34 დასაქმებული პირის საშუალო ხელფასი 226 ლარი და ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში, სადაც მხოლოდ 6 პირია დასაქმებული საშუალო ხელფასი 650 ლარია.
რა მიზეზით მოხდა სახელფასო ფონდში მატება და რამდენად საკმარისია არსებული ანაზღაურება ვალდებულებების შესასრულებლად? ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნულისათვის საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა. (ჩვენმა რედაქციამ აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით მერიას უკვე მიმართა).
იგივე შეკითხვები გვინდოდა დაგვევსვა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელისთვის, ფატი ხაბულიანისთვის, თუმცა როგორც უმეტეს შემთხვევაში მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა.
დანარჩენი მუნიციპალიტეტების პოზიციასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.