“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და მთელ პოლიციას,”-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გუშინ დამტკიცებული ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას.
მისივე თქმით, “გამოყენებული მეთოდები არის განვითარებული ქვეყნების სტანდარტი, დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა. ნიკა მელია არის კრიმინალი, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი.”
ავტორი: მიშო დარბაიძე
Toktv.ge