ახალციხეში, გამსახურდიას ქუჩაზე გზის დაგების სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და სრულად ჯერ კიდევ არ დაუგიათ, ამავე ქუჩაზე რამდენიმე კვირის წინ დასრულდა წყლის სისტემის მოწყობა, თუმცა ახალდაგებული ასფალტიდან წყალი მთელი დღის განმავლობაში ჟონავდა და ტერიტორია ტბორავდა.
გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში, ფაქტს გზის დაგებისას მძიმე ტექნიკის გადაადგილებით ხსნიან.
ადგილზე იმყოფებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც. რამ გამოიწვია დაზიანება და როდის მოაწესრიგებენ ტერიტორიას? – კითხვებით ახალციხის მერიას დავუკავშირდით, თუმცა მათ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გადაგვამისამართა. წყალმომარაგების კომპანიაში კი გვითხრეს, რომ პრობლემას ხვალ დილამდე მოაგვარებენ.
ქუჩა გზის, წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებისთვის თითქმის ერთი წლის წინ გადათხარეს.