ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რასაც 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, შსს-მ 1983 წელს დაბადებული პირი დააკავა. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აქვს წაყენებული.
„ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი”– წერია განცხადებაში.
დანაშაული 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა – დაკავების მიზნით,“ – წერია განცხადებაში.
გუშინდელი დაპირისპირების შედეგად ასევე, ახალქალაქში გადამწვარია რამდენიმე სახლი. როგორც ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანმა TOK TV-ს უთხრა „სახლების გადაწვა ჩხუბის გაგრძელება იყო.“
ავტორი: მიშო დარბაიძე