გარდაბანში, ტბაში მამის და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს – საგანგებო

April 22, 2025

გარდაბანში, ტბაში მამის და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში” გვიდასტურებენ. 

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ სათევზაოდ წასულ მამას და ორ შვილს, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.