გარდაცვლილი ახალციხელი მედდის ოჯახის ადვოკატებმა ახალციხის კლინიკა “იმედის” ინვენტარიზაციის შესწავლის მიზნით შუამდგომლობით გამოძიებას მიმართეს. ადვოკატებს აინტერესებთ, ჰქონდა თუ არა სამედიცინო დაწესებულებას შესაბამისი ტექნიკა და პრეპარატები, რომ ახალგაზრდა ქალისთვის დროულად აღმოეჩინათ დახმარება. ასევე, ადვოკატები საუბრობენ, რომ “კლინიკას” მათთვის გარდაცვლილის სამედიცინო ისტორია არ გადაუციათ.
“ჩვენ მივმართეთ გამოძიებას შუამდგომლობთ, რათა გაკეთდეს კლინიკა “იმედის” ინვენტარიზაცია. რამდენად იყო მზად კლინიკა იმისათვის, რომ აღმოეჩინა დახმარება ვაქცინაციის შემდგომი სავარაუდო გართულებებისას. ასევე, გვაინტერესებს რამდენად იყო აღჭურვილი ვაქცინაციის და რეანიმაციული ოთახები. ადვოკატი იყო მისული კლინიკაში სადაც არ შეუშვეს, მიზეზად კი საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა დაასახელეს,” – გვეუბნება ადვოკატი ნინო ამაღლობელი.
კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ კლინიკისთვის არც ინვენტარიზაციის და არც სამედიცინო ისტორიის გამოთხოვის მიზნით არც ოფიციალურად და არც პირადად არავის მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხის კლინიკა “იმედში” მედდამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გონება დაკარგა, რის შემდეგაც იგი მეორე დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. რამ გამოიწვია მედდას სგარდაცვალება ამ დროისთვის უცნობია.
ამავე თემაზე: ვაქცინაცია, მისი მნიშვნელობა და შესაძლო გართულებების მართვა — ინტერვიუ მაია ბუწაშვილთან
კლინიკა «იმედის» დირექტორი და რეანიმატოლოგი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკა «იმედში» იმყოფება — კლინიკის მენეჯერი
შესაძლო ახალი გარემოებები გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის საქმეში
ანტონ ობოლაშვილი ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეზე
ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო