ახალქალაქში გარდაცვლილი 27 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ დროისთვის მუხლს ვერ გვიკონკრეტებენ.
ახალგაზრდა ქალმა ახალციხის კლინიკა “ევექსში” იმშობიარა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მდგომარეობის გაუარესების გამო იგი ახალქალქის კლინიკა “ევექსში” 6 აგვისტოს მიიყვანეს, ის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი დღეს დაკრძალეს. ოჯახის წევრები კლინიკებს უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ რომ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილს ჩივილები ჰქონდა თუმცა ის კლინიკიდან მაინც გაწერეს.
ახალციხის კლინიკაში ოჯახის პოზიციას ტვ პირველთან საუბრისას გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ჩივილებთან დაკავშირებით პაციენტს მათთვის არ უცნობებია. წინააღმდეგ შემთხვევაში ისი მას სამშობიაროდან არ გაწერდნენ.