ავტორი: ფუტკარაია მირანდა
წალკაში ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების განხორციელება გრძელდება. „გარემოს დაცვა: აქტივიზმი და ახალგაზრდების ჩართულობა“ -ამ სახელწოდების სოციალური საღამო წალკის #1 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება ვროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში CENN-მა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) განახორციელა.
Შეხვედრაზე, საზოგადოებრივ და გარემოს დაცვით საკითხებში ახალგაზრდების როლი განიხილეს. ღონისძიებაში სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლის ეკოკლუბის წევრები ჩაერთნენ.
Რა დატვირთვა და მზიანი აქვს ამ პრიექტის წალკაში განხორციელებას? Კითხვაზე, სენის პროექტების მენეჯერი Მელანო ტყაბლაძე გვპასუხობს
წალკაში, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაას“ ფარგლებში არაერთი ღონისძება განხორციელდა. მიმდინარე წლის 17 მარტს წყლის რესურსების მდგრადი მართვის თემაზე შეხვედრა გუმბათის საჯარო სკოლაში გაიმართა.
CENN-ი რეგიონში ახალგაზრდებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. წალკა ერთ-ერთი ბენეფიციარი მუნიციპალიტეტია. წალკელი მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ეკოკლუბების კონკურსის- ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეცაა.
Სკოლების ნაწილში მოწყობილია გარემოსდაცვითი კუთხეეები, ეკოჰაბები, ხორციელდება გამწვანების აქციები, მკვიდრდება ნარჩენების შეგროვების პერმანენტული კულტურა.