გიორგი გახარიას ახლად დაარსებული პარტიის ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილი კვლავ ზეწოლაზე საუბრობს. ადიგენში დღეს გამართულ ბრიფინგზე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ პარტიული სიის 6-დან 4-მა კანდიდატმა კანდიდატურა მოიხსნა. როგორც კუბლაშვილი ამბობს, მიზეზი მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლააა.
განცხადების კეთებისას მოხდა მცირე ინციდენტიც, რა დროსაც გოდერძი კუბლაშვილს ერთ-ერთი ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდა.
მმართველი პარტიიდან ყველა ტიპის ძალადობაზაე და ზეწოლას გამორიცხავენ, რის შესახებაც გასულ კვირას პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალციხეში ისაუბრა.