საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ – ამ იდეაში გააერთიანა “ქართული ოცნების” ყოფილმა ლიდერმა და ექს. პრემიერ-მინისტრმა ახალი პარტიის “საქართველოსთვის” კონცეფცია. პარტიის მიზნებზე საუბრისას გახარიამ არაერთგზის გააკრიტიკა ყოფილი თანაგუნდელები და “ქართული ოცნება” გააკრიტიკა ნაციონალურ მოძრაობასთან სისტემატური პარალელების გავლების გამო.
თქვა რომ პარტიისთვის მიუღებელი იქნება ნეპოტიზმის და მოქალაქის ნების უგულვებელყოფა. ასევე, აღნიშნა რომ მზადაა ყველა კითხვისთვის და იზიარებს პასუხისმგებლობას “ქართული ოცნების” გუნდში ყოფნისას დაშვებულ შეცდომებზე. აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის 20 ივნისის ღამეს გულისხმობდა. ვივარაუდოთ იმიტომ, რომ მას არ უხსენებია გავრილოვის ღამე და არც მაკო გომური.
მისასალმებელ სტანდარტულ სიტყვაში მან ბევრი ისაუბრა ეკონომიკაზე, განათლებაზე, მოქალაქისთვის თანაბარი პირობების შექნის მნიშვნელობაზე და ასე შემდეგ.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ უპასუხა მედიის კითხვას “არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი”? გახარიამ თქვა, რომ ის “არასდროს ყოფილა არავის პროექტი და მით უმეტეს მომავალში”. იქვე აღნიშნა, რომ პარტია ყველა არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება.
პოლიტ საბჭო:
გიორგი ხოჯევანიშვილი (შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი)
ნათია მეზვრიშვილი ( მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი)
გიორგი შარაშიძე (ჟურნალ “ანტერპრენერის” მთავრი რედაქტორი)
კახაბერ ქემოკლიძე
ანა ბუჩუკური (მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი)
მიხეილ დაუშვილი (მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი)
ბექა ლილუაშვილი
რუსუდან თევზაძე
ალექსანდრე მოწერელია
ბერდია სიჭინავა
შალვა კერესელიძე
კოტე ანანიაშვილი
გიგა ფარულავა
გიორგი გოგუაძე
პოლიტ. საბჭოს 14 წევრიდან ქალი სამია.
სანამ ექსპო ჯორჯიას პავილიონში პოლიტ პარტია “საქართველოსთვის” პრეზენტაცია მიმდინარეობდა, მოძრაობა “საქართველოსთვის,” სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, პავლიონს გარეთ აქციას მართავდა.