“გვიანი მოწვევის გამო, ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ვერ გავგზავნით,” – ეუთო/ოდირი

September 10, 2025

“გვიანი მოწვევის გამო, ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ვერ გავგზავნით,” – ეუთო/ოდირის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ, გვიან მოწვევის გამო, 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე ეფექტიანი დაკვირვება ვერ მოხერხდება, შესაბამისად ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას “ეუთო/ოდირი” ავრცელებს. 

“გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და არჩევნების პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად“, – განაცხადა ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია თელალიანმა. 

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ ასეთ გვიან ეტაპზე მოწვევის გადაწყვეტილება ხელს უშლის ეფექტიან დაკვირვებას და ეუთო/ოდირი ვერ შეძლებს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად,” – ნათქვამია განცხადებაში. 

აქვე გეტყვით, რომ სადავო ლეგიტიმაციის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯერ 18 ივნისს თქვა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ მოიწვევდნენ, ხოლო 6 სექტემბერს გადაწყვეტილება შეცვალა და თქვა, რომ სადამკვირვებლო მისიას ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვევს.