გზის გაფართოებისთვის ჩამოჭრილი ფერდობი და შედეგად მეწყერი – გარემოს ეროვნული სააგენტო ადიგენზე

June 18, 2024

გარემოს ეროვნული სააგენტო თავის დასკვნაში წერს, რომ ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობისას, გზის გაფართოებისთვის ფერდობი ჩამოჭრეს, რამაც მეწყრული პროცესები გამიწვია, – ამის შესახებ სააგენტოს ახალ ბიულეტენშია ნათქვამი, სადაც 2023 წლის მოვლენებია მიმოხილული.

ამავე წყაროს ცნობით, მეწყრის ჩამოწოლამ გამოიწვია დროებით სამუშაოების შეჩერება და ჩაიკეტა გზა. ბიულეტენში მიუთითებენ, რომ საჭიროა ფერდობდამცავი ღონისძიებების გატარება.

ეს არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გზის გაფართოების მიზნით ფერდობი ჩამოჭრეს და მეწყერი განვითარდა. იგივე მოხდა აბასთუმნის შემოვლით გზაზეც. აქაც ფერდობების ჩამოჭრამ 5 უბანზე მეწყერი გამოიწვია.

ფერდობდამცავი ღონისძიებების დროულად არ გატარების შემთხვევაში, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

რა რეაგირება მოყვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას და რა ეტაპზეა როგორც ხულო-ზარზმის ისე – აბასთუმნის შემოვლითი გზის რეაბილიტაციის პროცესი – თემაზე ვრცელ სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, თვალი გვადევნეთ.