“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, გადაწყვეტილება დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
გარდა ამისა, ვაშაძეს 2 წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება აეკრძალა.
სასამართლო პროცესს, სადაც გადაწყვეტილება გამოაცხადეს ვაშაძე არ ესწრებოდა.
ვაშაძეს, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000 ლარიანი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, რომელიც არ გადაიხადა.
იგივე მიზეზი გამო, 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს
მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაო გადაიხადეს, მაინც დააკავეს 8 თვით დააპატიმრეს “ლელოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.